დაფინანსების მოძიებაში მხარდაჭერა

კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისთვის აუცილებელია დაფინანსების წყაროების სწორად მართვა; კერძოდ, დაფინანსების ეფექტური სტრუქტურის განსაზღვრა და შემდგომ პოტენციურ ინვესტორებთან და კრედიტორებთან საუკეთესო პირობების შეთანხმება.

 

დაფინანსების მოძიების პროცესში არაერთი კომპანია აწყდება დაბრკოლებებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორად შერჩეული ფინანსური პროდუქტი, ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ინფორმაციისა და ბიზნეს გეგმის არქონა და მოლაპარაკებების არაეფექტურად წარმართვა.

 

ჩვენ დაგეხმარებით თქვენის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის განსაზღვრასა და შემდგომ პოტენციურ დამფინანსებლებთან ეფექტურ კომუნიკაციაში.

დაფინანსების სტრუქტურის შემუშავება;

თქვენი კომპანიის წარმატება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სწორად შერჩეულ დაფინანსების სტრუქტურაზე. ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით შედგენილი ვალდებულებებისა და მფლობელთა კაპიტალის სტრუქტურა, საშუალებას მოგცემთ მისაღებ დონემდე დაიყვანოთ ბიზნესისა და ფინანსური რისკი.

გარდა ამისა, სწორად შერჩეული სტრუქტური მეტ შანსს მოგცემთ კრედიტორებთან საუკეთესო პირობებზე შესათანხმებლად.

საჭირო ფინანსური ინფორმაციის მომზადება/დამუშავება;

ინვესტორების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება/დამუშავება და დეტალური განხილვა.

ფინანსური პროგნოზებისა და მოდელების მომზადება;

რეალისტურად შედგენილი ფინანსური მოდელი დაგეხმარებათ სასურველი ხანგრძლივობისა და პირობების მქონე ფინანსური პროდუქტის შერჩევაში. გარდა ამისა, დაზოგავს თქვენი განაცხადის განხილვის დროს და გაზრდის სასურველი პირობების მიღების ალბათობას.

ბიზნეს გეგმის მომზადება, შეფასება და გადაკეთება;

იმისათვის რომ კომპანია ორგანიზებულად განვითარდეს, მოიზიდოს ფინანსური სახსრები, დაამყაროს ურთიერთობა სტრატეგიულ თუ ფინანსურ პარტნიორებთან, საჭიროა არსებობდეს ჩამოყალიბებული ხედვა კომპანიის მომავალთან დაკავშირებით. ბიზნეს გეგმა ამ ხედვების შემაჯამებელი კონკრეტული დოკუმენტია, სადაც აღწერილია კომპანიის არსებული მდგომარეობა, ძლიერი და სუსტი მხარეები, დასახული მიზნები და სტრატეგიული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.

ბიზნეს გეგმის მომზადების პროცესში ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას როგორც ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ასევე კომპანიის შესახებ, ვახდენთ ამ ინფორმაციის დეტალურ ანალიზს და კომპანიის მენეჯმენტთან ერთად ვამუშავებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კომპანიის მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს. ამ ყველა გადაწყვეტილების და შესაბამისი ფინანსური შედეგების თავმოყრა ხდება ბიზნეს გეგმაში.

შესაძლო მიზეზები, რისთვისაც შეიძლება ბიზბეს-გეგმა დაგჭირდეთ, შემდეგია:

  • მოთხოვნა ბიზნესის დაწყებაზე ან ფრენჩაიზის აღებაზე;
  • მოთხოვნა სამუშაო კაპიტალის, გაფართოვების და სხვა აქტივობების დაფინანსებაზე მიმდინარე ბიზნესისათვის;
  • ფრენჩაიზის შესყიდვა და დაფინანსება;
  • უძრავი ქონების პროექტისათვის, რომლისთვისაც ეძებთ დაფინანსებას;
  • ლიზინგის აპლიკაციისთვის;
  • პოტენციური სტრატეგიული ალიანსების, პარტნიორების ან ერთობლივი საწარმოების მოძიებისათვის;
  • სტრატეგიული დაგეგმარებისათვის;
  • წინასწარი კვლევისათვის ბიზნეს იდეის ვარგისიანობის შესახებ;
  • ნახევრად დასრულებული ბიზნეს გეგმის სრულყოფაში მოყვანისათვის;
  • ზოგადი საკონსულტაციო მომსახურებისათვის;

მოლაპარაკებების წარმოებაში მხარდაჭერა;

ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესში დავიცავთ თქვენს ინტერესს და მოგცემთ სათანადო რჩევებს.