კრიზისის პროგნოზირება რთულია, მაგრამ შესაძლებელია მისთვის მომზადება.

კრიზისის პროგნოზირება რთულია, მაგრამ შესაძლებელია მისთვის მომზადება.

COVID19-ის პანდემიამ უპრეცედენტო გავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე. სავარაუდოდ, კრიზისი მნიშვნელოვნად უარყოფით კვალს დატოვებს ეკონიმიკაზე, ბიზნესსა და მოქალაქეებზე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პიკი თითქმის გადავლილია, ეპიდემიოლოგები შემოდგომაზე მის უკან დაბრუნებას არ გამორიცხავენ.

ჩვენ არ შეგვიძლია განვჭვრიტოთ ზუსტად თუ როგორი იქნება მომავალი, მაგრამ შეგვიძლია მოვემზადოთ მისთვის როგორიც არ უნდა იყოს ის.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ბიზნესი მყარად დგას ფეხზე და საკმარისი კაპიტალიც გაქვთ, მოსალოდნელია, რომ გარე ფაქტორები მაინც უარყოფით გავლენას იქონიებენ. ეს შესაძლოა იყოს მომხმარებელი, რომელიც დროულად აღარ გიხდით; მომწოდობელი, რომელიც ვეღარ უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვის სრულფასოვნად ფუნქციონირებას, ან თუნდაც, სასოწარკვეთილი კონკურენტი, რომლებიც ხელოვნურად ამცირებს ფასებს. ამ გაურკვევლობისას მნიშვნელოვანია ყურადღება გავამხვილოთ რამდენიმე ძირითად საკითხზე, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი უარყოფითი გავლენა.

1.     შეინარჩუნეთ ლიკვიდობა: ის გადარჩენაში დაგეხმარებათ 

თქვენი კომპანიის ფულადი ნაკადებისა და ლიკვიდობის გაანალიზება არის უმთავრესი პრიორიტეტი დაღმასვლის დროს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 დროებით მოვლენად მოიაზრება და ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვები ნელნელა იხსნება, მას შესაძლოა მოყვეს გრელვადიანი რეცესიის პერიოდი.

გადახედეთ თქვენს სფეროში ინდუსტრიული ციკლის ისტორიას, რომ განჭვრიტოთ მოსალოდნელი ვარდნის სიმძლავრე და ხანგრძლივობა. განსაზღვრეთ სამი შესაძლო სცენარი, თითოეულისთვის გაანალიზეთ ფიქსირებული და ცვლადი დანახარჯები და დათვალეთ პროდუქტის ზღვრული მომგებიანობა (და არა საერთო მარჟა) და შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა სამივე სცენარისთვის. გააკეთეთ ქეშის პროგნოზები და განაახლეთ ყოველ კვირეულად. ვინაიდან გადარჩენა უფრო მეტად დამოკიდებულია ლიკვიდობაზე, ვიდრე შემოსავლებისა და მოგების ზრდაზე, გადაწყვეტილებები ლიკვიდობის გადმოსახედიდან უნდა იქნას მიღებული.

2.     იყავით პროაქტიული კრედიტორებთან კომუნიკაციის დროს: გაიმარტივეთ სესხის მომსახურება

ეკონომუკური კრიზისი მიუთითებს მომავალში გაკოტრებული ბიზნესების რისკს. იმისთვის, რომ გაგიმარტივდეთ სესხის მომსახურება, იზრუნეთ რესტრუქტურიზაციაზე.

ბანკებმა უკვე გაამკაცრეს კრედიტის გაცემის პოლიტიკა, ისინი განიხილავენ პესიმისტურ სცენარებს. მნიშვნელოვანია, რომ ბანკს მიაწოდოთ რეალისტური ინფორმაცია თქვენი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. პრობლემების დღეს დამალვამ შესაძლოა დააზიანოს თქვენი რეპუტაცია. აჩვენეთ ბანკს, რომ წინასწარ გაქვთ ნაფიქრი და შემუშავებული სამოქმედო გეგმა სცენარების სხვადასხვაგვარად წარმათვის შემთხვევაში.

3.     კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტი:  თავიდან აიცილეთ მომხმარებლების მცირე ჯგუფზე კონცენტრაცია.

გაითვალისწინეთ, რომ კრიზის დროს გრძელვადიან საიმედო ურთიერთობებსაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს და მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

გადახედეთ მიმდინარე კონტრაქტებს, განსაკუთრებით ფორს მაჟორისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების პუნტქებს, შესაძლოა კლიენტს უფლება ჰქონდეს ხელშეკრულება შეწყვიტოს ან მოითხოვოს კონტრაქტის პირობების ცვლილება.

გაანალიზეთ დებიტორების ხანდაზმულობა  და გადახდების ტრენდი. თუ მომხმარებელი მუდმივად 45 დღეში გიხდიდათ მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტის პირობა 30 დღეს გულისხმობს, მაშინ არსებობს რისკი, რომ ახლა 60 დღის განმავლობაში არ გადაგიხდით. დაიწყეთ ასეთ კლიენტებთან კომუნიკაციის დალაგება, სანამ პატარა პრობლემები ესკალირდება.

მოერიდეთ მომხმარებლების მცირე ჯგუფზე კონცენტრაციას, რადგან მათი გაკოტრება ან ფინანსური სირთულეები საფრთხეს შეუქმნის თქვენს სიცოცხლისუნარიანობასაც. დივერსიფიკაციის მიზნით განიხილეთ ნაკლებ მომგებიანი ხელშეკრულებებიც.

თუ მომხმარებელი უფრო და უფრო აგვიანებს თანხის გადახდას, ნუ მიიღებთ მომავალ შეკვეთებს, იმ შემთხვევაში თუ თანხას წინასწარ არ ჩაგირიცხავენ. ხანდახან უმჯობესიც კია კლიენტის საერთოდ დაკარგვა. ასეთ დროს შესაძლოა მოითხოვოთ გარანტია, საკრედიტო წერილი, დეპოზიტი.

4.     მომწოდებლებთან ურთიერთობა: შეამცირეთ შესაძლო მიწოდების ჯაჭვის საფრთხეები

კრიზისის დროს მოსალოდნელია, რომ მიწოდების ჯაჭვი დაირღვეს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მხოლოდ ერთ მომწოდებელთან თანამშრომლობთ. მომწოდებლებთან ურთიერთობისას უმნიშვნელოვანესია დივერსიფიკაცია. მიეცით მცირე ზომის შეკვეთები ალტერნატიულ მომწოდებლებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ სწაფად ჩანაცვლება. განსაზღვრეთ და გაიჩინეთ სათადარიგო მარაგები.

ისევე როგორც თქვენ, მომწოდებელიც შესაძლოა ითხოვდეს წინასწარ გადახდას, გარანტიას და ა.შ.  აწარმოეთ მოლაპარაკება მომწოდებელთან, ეცადეთ შეინარჩუნოთ ნდობა და გააძლიეროთ ურთიერთობები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მომწოდებლებთან.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ ლიკვიდობის პრობლემა, გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარე მოლაპარაკებების წარმოებისას, რომ მიიღოთ გაუმჯობესებული პირობები და შემცირებული ფასები.

5.     კიბერ რისკები იზრდება კრიზისის დროს: დაიცავით თქვენი კომპანია

როგორც მინიმუმ, უზრუნველყავით თანამშრომლების ინფორმირებულობა, რომ საეჭვო ხასიათის შეტყობინებებით გამოგზავნილ ბმულებზე არ შევიდნენ; გადაამოწმეთ დაცვის სისტემები; დარწმუნდით, რომ დაცულია თქვენი შიდა ქსელი და ყველა მომხმარებელს აქვს დაცული პაროლი; დარწმუნდით, რომ „ბექაფ“ და ანტივირუსის სისტემები სრულფასოვნად ფუნქციონირებს.

6.     ყურადღებით გაეცანით სამთავრობო ანტიკრიზისულ გეგმას

COVID-19 პანდებიის უარყოფით გავნელებისგან დასაცავად საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებაზეა ორიენტირებული და გულისხმობს საგადასახადო და საკრედიტო შეღავათებს. თუ თქვენ სოფლის მეურნეობის ან ტურზიმის სექტორში ოპერირებთ, სამთავრობო ანტიკრიზისული გეგმა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგცემთ. გაეცანით ანტიკრიზისულ გეგმას საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდე: http://gov.ge/