მსს ფასსის (IFRS for SME) პრაქტიკული კურსი

მსს ფასსის (IFRS for SME) პრაქტიკული კურსი

გთავაზობთ, Cresco Consulting-ისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პრაქტიკული ტრენინგის კურსს მსს ფასს-ში(IFRS for SME).
ინტენსიური სასწავლო კურსი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომითი კატეგორიის კომპანიებისთვის. კურსი მოიცავს სტანდარტის როგორც თეორიული ნაწილის დეტალურ განხილვას, ასევე პრაქტიკულად ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას. ჩვენი სასწავლო კურსი მსმენელს შესაძლებლობას მისცემს:
• გაეცნოს ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
• დეტალურად გაიაროს მსს ფასს (IFRS for SME) სტანდარტი;
• დეტალურად გაიაროს სტანდარტის ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნა და შეძლოს ამ მოთხოვნების პრაქტიკული გამოყენება;
• დაინახოს ყველა ძირითადი განსხვავება საგადასახადო მიზნებისთვის წარმოებულ ბუღალტრულ აღრიცხვასა და სტანდარტის მოთხოვნებს შორის;
• მოამზადოს ფინანსური ანგარიშგებების სააღრიცხვო პოლიტიკა და ახსნა-განმარტებითი შენიშვნები;
• ექსელში მოამზადოს ფინანსური ანგარიშგებები და ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.
ტრენინგს გაუძღვება ჩვენი პარტნიორი ეკატერინე პაპიაშვილი.
ტრენინგის ღირებულება – 620 ლარი
ტრენინგის ხანგრძლივობა – 36 საათი
ტრენინგის დაწყების თარიღი – 26 ნოემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა – 25 ნოემბერი
ტრენინგი ჩატარდება სამშაბათობით და /ხუთშაბათობით 19:00 სთ-დან-22:00 სთ-მდე და შაბათობით 11:00 სთ-დან – 14:00 სთ-მდე.
ჯფუფში მსმენელთა რაოდენობა – 10 – 20
სასწავლო მასალები შედის სწავლის ღირებულებაში.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და Cresco Consulting-ის ერთობლივი ტრენინგ პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობა, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი ორენოვანი სერტიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ტრენინგ კურსი მოიცავს შემდეგ შეღავათებს:
• 25%-იან ფასდაკლებას ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის;
• 50%-იან ფასდაკლებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის;
• 15%-იან ფასდაკლებას ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის;
• 15%-იან ფასდაკლებას მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

რეგისტრაციის ბმული (https://trainings.ibsu.edu.ge/registration/)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით:
ტელ.: 2 59 50 05/06 (140)
მონ.: +995 599 95 38 94
ელ. ფოსტა: training@ibsu.edu.ge

საბანკო რეკვიზიტები:
ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი TBCBGE22
მიმღების ანაგრიში GE52TB7505036080100001
მიმღების სახელწოდება შპს “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი”