
11 მაი როგორ მოვამზადოთ Pitch Deck-ი
თუ Pitch Deck-ის მომზადებას გეგმავთ, გირჩევთ, ეს სტატია ბოლომდე წაიკითხოთ. Pitch Deck არის მოკლედ და დამაჯერებლად გადმოცემული საინვესტიციო პრეზენტაცია, რომლის მიზანსაც ინვესტორებისაგან კაპიტალის მოზიდივა წარმოადგენს. არ არსებობს იდეალური მოდელი, რომელიც ყველა ინვესტორს ერთნაირად მოერგება, თუმცა ამ სტატიაში შევეცდებით გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ გახადოთ თქვენი პრეზენტაცია სხვებისაგან გამორჩეული და დასამახსოვრებელი.
ძირითადად ინვესტორებს 4 მნიშვნელოვანი საკითხი აინტერესებთ თქვენი კომპანიის შესახებ და პრეზენტაციაც სწორედ ამ საკითხების გარშემო უნდა მოამზადოთ:
- პროდუქტი
- მარკეტი
- ხალხი
- ფული
თუმცა, სანამ უშუალოდ დეტალებს შევეხებით, სჯობს ზოგადი რჩევები შემოგთავაზოთ.
- პრეზენტაცია არ უნდა იყოს 10-15 გვერდზე მეტი, შეინახეთ რეალური დეტალები due diligence deck-ისთვის;
- სასურველია გქონდეთ Pitch Deck-ის ორი ვერსია. ერთი, რომელსაც პრეზენტირების დროს გამოიყენებთ, და მეორე, უფრო მეტი დეტალებით, რომელსაც გასაცნობად გადაგზავნით საჭიროების შემთხვევაში.
- გაითვალისწინეთ, რომ ვიზუალური მხარე და აღქმადობა მნიშვნელოვანია. თქვენი Pitch Deck-ი ვიზუალურად გამორჩეული და დახვეწილი უნდა იყოს, რათა აუდიენციაში დაინტერესება გამოიწვიოს.
- სამომავლო ფინანსურ გათვლებთან დაკავშირებით ეცადეთ გონივრულად აგრესიული მიდგომა გამოიყენოთ. ნუ ეცდებით ინვესტორებისთვის ილუზიების შექმნას.
- რისკ ფაქტორების პრეზენტაციაში ხსენება არაა საჭირო, თუმცა მზად იყავით მასთან დაკავშრებული კითხვებისთვის პასუხის გასაცემად.
ახლა კი, უშუალოდ Pitch Deck-ის სტრუქტურაზე გადავიდეთ.
- პროდუქტის არსის განსაზღვრა – ეს ნაწილი პასუხს უნდა სცემდეს ორ ძირითად კითხვას:
- ბაზრის რა დაუკმაყოფილებელ მოთხოვნებს პასუხობს თქვენი პროდუქტი?
- რა განასხვავებს თქვენს პროდუქტს კონკურენტებისგან?
მიზანია, რომ გარკვევით ახსნათ თუ რატომ გადაიხდის მომხმარებელი თქვენს პროდუქტში თანხას.
- ბაზრის მოცულობის განსაზღვრა – ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შემდეგ საკითხების განხილვა:
- რა ზომისაა უშუალოდ თქვენი პროდუქტის ბაზარი?
- როგორია ბაზარზე შესვლის სტრატეგია?
- როგორი პოტენციალი აქვს თქვენს კომპანიას?
შეეცადეთ აღწეროთ უშუალოდ თქვენი პროდუქტისათვის განსაზღვრული ბაზარი და არა ზოგადად მსგავსი სეგმენტის მარკეტი, რომელიც შეიძლება უფრო ფართო არეალს მოიცავდეს. ასევე, მნიშვნელოვანია განიხილოთ ბაზარზე შეღწევის სტრატეგიები და მასთან დაკავშირებული ხარჯები. თუ კომპანიას აქვს რეალური ინფორმაცია მომხმარებლებისაგან საბაზრო მოთხოვნებზე ან რამე სახის უკუკავშირი ფოკუს/სამიზნე ჯგუფებისაგან, აუცილებლად განიხილეთ თქვენს Pitch Deck-ში.
- კომპანიის გუნდის წარდგენა
- ახსენით რატომ არის თქვენი გუნდი რელევანტური ამ საქმისთვის.
ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ მენეჯმენტის გუნდის შესაძლებლობებში, ამიტომ უმჯობესია თუ აჩვენებთ მათ მიღწევებს, უნარებს და გამოცდილებას. ასევე, შეასაძლებელია ცალკე აღინიშნოს გუნდში არსებული წევრებს თუ ჰქონიათ ერთად მუშაობის გამოცდილება.
- ინვესტიციის ბიუჯეტირება – ამ ნაწილში საჭიროა განიხილოთ შემდეგი 3 საკითხი:
- ფინანსური პროგნოზირები;
- რა ინვესტიციის მოზიდვა გჭირდებათ და რას აპირებთ მიღებული ფულით;
- ინვესტორების სავარაუდო უკუგება.
ფინანსურ მოდელირებასთან ერთად საჭიროა წარმოადგინოთ თქვენი კომპანიის ბიზნეს მოდელირებაც, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი. თუ უკვე გაქვთ გარკვეული კაპიტალი მოზიდული, აუცილებლად ახსენეთ, რათა ამან ხელი შეუწყოს ახალი ინვესტორების დაინტერესებას.