
30 დეკ საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო
17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო“ სამ საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიებს წელს პირველად გადაეცათ. წელს კონკურსში მონაწილეობდნენ მხოლოდ საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული კომპანიები. 2020 წელს და მომდევნო პერიოდში კი კონკურსის ფარგლები გაფართოვდება. დაჯილდოების ცერემონიაზე 16 ნომინანტი კომპანია იყო წარმოდგენილი.
გამარჯვებულები გახდნენ:
კატეგორია გამარჯვებული
მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები სს „თიბისი ბანკი“
მსხვილი არაფინანსური ინსტიტუტები სს „თელასი“
მცირე კომპანიები შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“
გარდა ამისა, სს „კრისტალს“ გადაეცა საპატიო ჯილდო მაღალი ხარისხით მომზადებული ანგარიშგებებისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს შესახებ ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს –
https://sites.google.com/view/rsfawardge/home.
პრესრელიზის სანახავად ეწვიეთ ბმულს: