თანამედროვე სამყაროში მისაღები გადაწყვეტილებების რაოდენობა და ტემპი საგრძნობლად არის გაზრდილი. ამიტომ თუ სურვილი გაქვთ გარე მომხმარებლები (პოტენციური ინვესტორები და კრედიტორები) თქვენი კომპანიით დააინტერესოთ, აუცილებელია, რომ მათ გამართული ფინანსური ინფორმაცია წარუდგინოთ.
2014 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA), რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. პროცესის მხარდასაჭერად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2016 წელს მიიღო კანონმდებლობა, რომელმაც ქვეყნის ყველა კომპანიას დააკისრა ფინანსური ანგარიშგებების წარდგენის ვალდებულება სტანდარტებთან შესაბამისობაში.
აქედან გამომდინარე, ფინანსური ანგარიშგებების მომზადება სტანდარტების მიხედვით სავალდებულოა კანონმდებლობის მიხედვით და ასევე აუცილებელია კომპანიის გარე მომხმარებლებთან ეფექტური საქმიანი ურთიერთობისათვის.
Cresco Consulting დაგეხმარებათ ფინანსური ანგარიშგებების მომზადების ყველა ეტაპზე: