ფინანსური მოდელირება, ბიუჯეტირება

ბიუჯეტირება საშუალებას მოგცემთ ეფექტურად დაგეგმოთ თქვენი ბიზნეს პროცესები და განკარგოთ ფულადი სახსრები; თადარიგი დაიჭიროთ სარკედიტო რესურსის საჭიროების შემთხვევაში; შეაფასოთ ამა თუ იმ პროექტის ან პროდუქტის მომგებიანობა და წინასწარ განჭვრიტოთ მოსალოდნელი სირთულეები.

 

გარდა ამისა, ფინანსური მოდელირება კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით პროექტის შესაძლო შედეგებზე, დაგეხმარებათ განუსაზღვრელობისა და რისკების ელემენტების გამოვლენაში; ჩაატაროთ „what-if“ ანალიზი.

ბიუჯეტირების პროცესის აწყობა;

სრულყოფილი ბიუჯეტის შემუშავებისთვის, აუცილებელია კომპანიის ყველა დეპარტამენტის ჩართულობა. ჩვენ დაგეხმარებით საჭირო ინფორმაციის თავმოყრასა და თანმიმდევრულ დალაგებაში.

პროგნოზებისა და ბიუჯეტის მომზადება;

დაგეხმარებით თქვენი ბიზნესის დაგეგმარებაში, რომელიც ამოსავალი წერტილი იქნება საკრედიტო რესურსების მოსაძიებლად  და მოზიდული ფულადი სახსრების წარმატებულად მართვისთვის.

ფინანსური მოდელირება;

მოდელირება გულისხმობს სხვადასხვა სცენარებზე დაფუძნებული შედეგების ანალიზს. მათ შორის scenario analysis; what-if analysis და მონტე-კარლოს სიმულაცია. შედეგად მიიღებთ შესაძლო ვარიანტების სრული სპექტრის ანალიზს და არა მხოლოდ სტატიკურ რიცხვებს.

აღნიშნული სერვისი შესაძლებლობას გაძლევთ: მოახდინოთ კომპანიის მომავალი საქმიანობის პროგნოზირება, განსაზღვრული პარამეტრების მითითების საშუალებით, მოახდინოთ ფულადი ნაკადების სიმულირება საპროგნოზო პერიოდებში, კომპანიის დაგეგმილ საქმიანობასთან შესაბამისობაში.

პროდუქციის მომგებიანობის ანალიზი;

ახალი პროდუქციის ან სერვისის გამოშვებამდე ჩასატარებელი ანალიზი.

საბოლოო შედეგების დადარება პროგნოზთან/ანალიზი;

ბიუჯეტიდან გადახრის დეტალური განხილვა დაგეხმარებათ თქვენი პროცესებისა და საქმიანობის სისუსტეების გამოკვეთაში.