რატომ „Cresco“ ?
Cresco ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ზრდას“. ვინაიდან, ვთვლით, რომ ზრდა და განვითარება უმნიშვნელოვანესია, როგორც ჩვენი კლიენტებისთვის, ასევე ჩვენი გუნდის წევრებისათვის, კომპანიის სახელადაც სწორედ ეს სიტყვა შევარჩიეთ.
Cresco ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ზრდას“. ვინაიდან, ვთვლით, რომ ზრდა და განვითარება უმნიშვნელოვანესია, როგორც ჩვენი კლიენტებისთვის, ასევე ჩვენი გუნდის წევრებისათვის, კომპანიის სახელადაც სწორედ ეს სიტყვა შევარჩიეთ.
კრესკოს მიზანია თქვენი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს კაპიტალის ბაზრის შექმნასა და შესაბამისად ქვეყნის განვითარებაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძნებული კოლაბორაციული სახის ურთიერთობა. სურვილი გვაქვს, რომ თანამშრომლობა იყოს მაქსიმალურად საიმედო და თქვენს ინტერესებზე მორგებული. ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად შემოვდივართ კლიენტთან კომუნიკაციაში და ვერთვებით ბიზნეს პროცესებში. დაგეხმარებით, არა მხოლოდ ტექნიკური საკითხების გაგებაში, არამედ ისეთი ხელსაწყოების შექმნაში, რომლებიც უკეთ დაგანახებთ თქვენი კომპანიის შესაძლებლობებსა და პოტენციურ რისკებს. + ცხადია მათი გადაჭრისა და გაუმჯობესების სტრატეგიებს.
გთავაზობთ თქვენი კომპანიის ფინანსური მომსახურების ჩვენთან, აუთსორსზე, გამოტანას. ვიცით, თუ რამდენად შრომატევადი შეიძლება იყოს ფინანსების და მათთან დაკავშირებული საკითხების მართვა, ამიტომ ფინანსების აუთსორსზე გამოტანით გვსურს, დაგეხმაროთ თქვენ – მეწარმეებს, მეტი დრო და ენერგია დაუთმოთ ძირითადი ოპერაციების მართვას და ამასთანავე, მშვიდად იყოთ, რადგან თქვენი კომპანიის ფინანსური ნაწილი სანდო, პროფესიონალი გუნდის ხელშია.
ჩვენი სერვისების საშუალებით მიიღებთ თქვენზე მორგებულ მომსახურებას, როგორც იდეის დონეზე მყოფი ბიზნესისათვის, ასევე დიდ მასშტაბზე ოპერირებადი კომპანიებისთვისაც. ჩვენი დაგეხმარებით, როგორც სტარტაპ მეწარმეებს, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს ბიზნეს გეგმის შედგენაში, ფინანასურ კონსულტაციებსა და ბიზნეს ოპერირებისათვის საჭირო სხვა ფინანსურ სერვისებში.
სანდოობა, ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალიზმი – კრესკოს გუნდის ის სამი მთავარი ღირებულებაა, რომლიც ასახავს, თუ როგორი ურთიერთობა გვექნება თქვენთან – ჩვენს კლიენტებთან, როგორი კულტურა გვაქვს გუნდის შიგნით და როგორ ვემსახურებით ჩვენს მიზანს.
ეკატერინეს აქვს 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების სხვადასხვა დარგში – ბუღალტერიაში, აუდიტში, რეპორტინგში, საბანკო სექტორში, კორპორაციულ რისკებში, საკონსულტაციო სექტორში და ასევე ლექტორობის/ტრენინგების მიმართულებით.
ამჟამად ის მართავს კრესკოს და ასევე მუშაობს როგორც ფინანსური კონსულტანტი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტზე.
სამუშაო გამოცდილება
განათლება