აუდიტი ერთგვარად მტკივნეულ პროცესად შეიძლება იქცეს კომპანიებისთვის, ვინაიდან ის უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული. აუდიტის პროცესი მოითხოვს თანამშრომლების განსაკუთრებულ ჩართულობას, ამ დროს კი მათ აღარ რჩებათ რესურსი კომპანიის ძირითადი საქმიანობისთვის. კომპანიები სწორედ აუდიტის პროცესის დროს დგებიან დამატებითი კადრის საჭიროების წინაში. მეორე მხრივ, დამატებითი კადრის აყვანა არაეფექტურ ხარჯებთანაა დაკავშირებული გრძელვადიან პერსპექტივაში, ვინაიდან კადრის საჭიროება აუდიტის დასრულების შემდეგ აღარ დგას.