აუდიტის პროცესის მხარდაჭერა

აუდიტის პროცესის მხარდაჭერა

თუ ამ ტექსტს კითხულობთ, ესეიგი გაინტერესებთ, რას გულისხმობს აუდიტის პროცესის მხარდაჭერა და რაში შეიძლება გამოგადგეთ.  

აუდიტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გამჭვირვალობისა  და კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, 2016 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო კანონმდებლობა, რომელმაც მსხვილ და საშუალო ორგანიზაციებს დააკისრა აუდირებული ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება, რისი მიზანიც სწორედ კაპიტალის ბაზრების გამჭვირვალობისა და სანდოობის ზრდა არის.

 თუმცა, ამავდროულად უნდა ვაღიაროთ, რომ აუდიტი საკმაოდ სტრესული და მტკივნეული პროცესია. ის „თავის ტკივილია“ ისეთი მსხვილი კორპორაციებისთვისაც კი, რომელთაც მაღალკვალიფიციური კადრების გუნდი და აუდიტის ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ხშირად ხდება, რომ კომპანიას არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის შიდა კადრი, რომლის უშუალო მოვალეობა აუდიტის პროცესის წარმართვა იქნება. როგორც იცით, აუდიტი დროის კონკრეტულ მონაკვეთში ტარდება და არ წარმოადგენს კომპანიის ძირითად საქმიანობას, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კომპანიები თავს იკავებენ პერსონალის დაქირავებისგან და დამატებითი სახელფასო ხარჯის გაწევისგან.

ხშირ შემთხვევაში აუდიტის წარმართვა კომპანიის ბუღალტრებს ევალებათ, რომელთაც შესაძლოა კარგად იციან საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, მაგრამ არ აქვთ  საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება. ამასთან საგულისხმოა, რომ საკადრო დეფიციტის დროებით შევსება და შემდეგ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არც თუ ისე მარტივია და საკმაოდ არასასიამოვნო ბიუროკრატიულ თუ ემოციურ პროცედურებთანაა დაკავშირებული.

 შექმნილ სიტუაციში, აუდიტის პროცესის მხარდამჭერი გუნდის დროებითი დაქირავება, შესაძლოა საუკეთესო გამოსავალს წარმადგენდეს. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს აუდიტის მტივნეულ პროცესს და კომპანიებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ისეთი ბენეფიტებით, როგორიცაა:

  • სტრესული გარემოს შემცირება

გამომდინარე იქიდან, რომ აუდიტის პროცესი თანამშრომლებისაგან დამატებითი რესურსის მობილიზებას მოითხოვს (ისედაც გადატვირთული გრაფიკის ფონზე) საკმაოდ შემჭიდროვბულ ვადებში, იქმნება სტრესული სამუშაო გარემო, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის. მხარდამჭერი გუნდის დროებით დაქირავება სტრესის მნიშვნელოვანი შემცირების საშუალებაა.

  • ძირითად საქმიანობაზე ფოკუსირება

ერთდროულად ბევრი საქმის კეთება მნიშვნელოვნად ამცირებს ეფექტურობას. როდესაც კომპანიის სრული საკადრო რესურისი აუდიტის პროცესისკენაა მიმართული, რთულია ბიზნესის ძირითად საქმიანობაზე კონცენტრირება. დროებით დაქირავებული გუნდი საშუალებას იძლევა, რომ კომპანიამ  შიდა რესურსების მობილიზება მოახდინოს ისე, რომ ის არ მოწყდეს ბიზნესის ძირითად საქმიანობასა და მის განვითარებას.

  • კომპანიის საჭიროებაზე მორგებული მომსახურების მიღება

დროებითი გუნდის დაქირავება იმ შემთხვევაშიც გამართლებულია, თუ კომპანიას არ ესაჭიროებოდეს სრული აუდიტის პროცესის მხარდაჭერა და მხოლოდ გარკვეული კრიტიკული საკითხების მოგვარება სურს.

  • მაღალკვალიფიციურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და რესურსების დაზოგვა

დროებით დაქირავებული გუნდი კომპანიებს საშუალებას აძლევს მომსახურება სფეროში მოქმედი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პერსონალისგან მიიღონ. გუნდი ერგება ბიზნესის საჭიროებებს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სერვისს, იქნება ეს საბუღალტრო გატარებების საფუძველზე ფინანსური ანგარიშგებებისა და განმარტებითი შენიშვნების მომზადება საერთაშორისო ფინანსური სტანდარტების მიხედვით თუ უბრალოდ გარკვეული კორექტირებების გაკეთება. ამასთან, ვინაიდან მაღალკვალიფიციური ფინანსური კადრის კომპანიის შიგნით დაქირავება საკმაოდ მაღალხარჯიანი ფუფუნებაა, საკადრო დეფიციტის დროის კონკრეტულ მონაკვეთში შევსება კომპანიას დაუზოგავს ისეთ გრძელვადიან ხარჯებს, როგორიცაა:

  • თანამშრომლის გუნდში ინტეგრაცია;
  • ტრენინგი;
  • თანამშრომლების ანაზღაურება;
  • დაზღვევა;
  • შვებულება და სხვა.

ასევე, ეს კომპანიებს დაეხმარება თავი აარიდონ ისეთ პროცედურებს, როგორიცაა კადრების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა.

  • გარე აუდიტორთან ურთიერთობისას კომპანიის ინტერესების დაცვა

მოგეხსენებათ, აუდიტის დროს ხდება მნიშვნელოვანი სააღრიცხვო გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც სამომავლოდ არსებით გავლენას ახდენს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და მომგებიანობაზე. სწორად განხორციელებული პოზიციონირება შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს კომპანიის განვითარებისთვის. აუდიტის მხარდამჭერი გუნდი დაიცავს კომპანიის ინტერესებს გარე აუდიტორებთან ურთიერთობის დროს.

შეიძლება ითქვას, რომ პერმანენტული კადრის სამუშაო ხელშეკრულებით აყვანა თუ აუთსორსი, გარკვეული სახის დილემაა ბიზნესისთვის. არ არსებობს ერთი კონკრეტული წესი და ფორმულა, რომელიც ყველა კომპანიას თარგად მოერგება. ყველა ბიზნესი ინდივიდუალურია და შესაბამისად, თითოეულმა მათი საჭიროებებიდან თუ რესურსებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

გისურვებთ წარმატებას!