
02 თებ COVID-19-ის ეფექტი ფინანსური დეპარტამენტების საქმიანობაზე
COVID-19-ის პანდემიამ არაერთი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დააყენა გლობალური ეკონომიკა და ის ჯერ კიდევ ახალ სტანდარტებსა და მიდგომებს ამკვირდებს ბიზნესსა თუ ცხოვრების სხვა სფეროებში. მიუხედავად ამისა, პანდემია არ არის 21-ე საუკუნის ერთადერთი გამოწვევა. მოგეხსენებათ, წინ სწრაფი და განუსაზღვრელი ტექნოლოგიური ცვლილებებია მოსალოდნელი. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს მოქნილობა და სწრაფი ადაპტაციის უნარი. მიზანია, რომ სწრაფად ადაპტირებადი გახდეს ბიზნესის ყველა ფუნქცია თუ პროცესი და ამ მხრივ არც ფინანსებია გამონაკლისი.
ბიზნესების უმეტესობა უკვე მოერგო დისტანციურად მუშაობის წესებს და მისი თანმდევი სიკეთეებითაც სარგებლობს. მოსალოდნელია, რომ ეს „ახალი ნორმალი“ არც პოსტ-პანდემიურ რეალობაში დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ახალმა რეალობამ ახალი შეკითხვები გააჩინა:
- რამდენად ეფექტურია, კომპანიის შიგნით გვყავდეს ის კადრები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ და არ ემსახურებიან ჩვენი ბიზნესის ძირითად საქმიანობას?
- უმჯობესი ხომ არაა ბიზნესის შიდა რესურსები მობილიზდეს იმ ძირითად საქმიანობებზე, რომლებიც უზრუნველყოფს შემოსავლის ზრდასა და ბიზნესის განვითარებას?
- თუ თქვენ მცირე ან საშუალო ბიზნესს მართავთ, ალბათ არაერთხელ გიფიქრიათ, რამდენად ეფექტური იქნებოდა, რომ შეგეძლოთ თქვენს ბიზნესში აკეთოთ მხოლოდ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით.
ამ კითხვებს ეფექტურად პასუხობს აუთსორსი, ანუ არაძირითადი ფუნქციების მომსახურე მხარისთვის გადაბარების პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ აუთსორსი არ არის ახალი და საკმაოდ კარგად ნაცნობი პრაქტიკაა, ის ერთგვარად ახალ შესაძლებლობად იქცა ბიზნესებისთვის. აუთსორსზე გატანა ბიზნესის არაერთი ფუნქციისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, თუმცა ამ სტატიაში გვსურს გესაუბროთ ფინანსური რეპორტინგის აუთსორსის უპირატესობებზე.
- ხარჯების დაზოგვა და მაღალკვალიფიციურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა;
მოგეხსენებათ, მაღალკვალიფიციური ფინანსური კადრის კომპანიის შიგნით დაქირავება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საკმაოდ მაღალხარჯიანი ფუფუნებაა. თანაც, როგორც წესი, ამ ზომის ბიზნესებს შიდა კადრის სრულ განაკვეთზე დაქირავების საჭიროება ნაკლებად აქვთ. ძირითადად კომპანიის შიდა ფინანსური კადრები სააღრიცხვო საქმიანობით არიან დაკავებულნი. სწორედ ამიტომ, უამრავი ბიზნესის მფლობელისთვის ფინანსები გარკვეულ ბიუროკრატიასა და სავალდებულო პროცედურებთანაა ასოცირებული. ბიზნესის მმართველებს ხშირად ბუნდონანი წარმოდგენა აქვთ კომპანიის ფინანსურ შედეგებზე, მის ეფექტიანობაზე, ძირითად რისკებსა და გამოწვევებზე. მეტიც, მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ როგორ შეიძლება დროული ფინანსური ანალიზის საშუალებით კომპანიის შედეგების გაუმჯობესება.
ფინანსური რეპორტინგის აუთსორსი საშუალებას მოგცემთ ხელმისაწვდომ ფასში მიიღოთ მომსახურება დარგის პროფესიონალებისგან, ხელი მიგიწვდებოდეთ ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკებზე და რეალურ დროში შეაფასოთ თქვენი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობა. ამასთან ერთად, დაზოგოთ ხარჯები:
- თანამშრომლის ბენეფიტები;
- ტრენინგი;
- შვებულება;
- დეკრეტული ანაზღაურება და სხვა.
აუთსორსი ასევე თავიდან აგარიდებთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა კადრების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა.
მოსალოდნელია, რომ საკონსულტაციო კომპანია იმიჯისა თუ შემოსავლების შენარჩუნების მიზნით უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეასრულებს დაკისრებულ საქმეს, ვიდრე ერთი ინდივიდუალური კომპანიის შიგნით ან თუნდაც კადრების გუნდი.
- მაღალი მოქნილობა;
მოგეხსენებათ, კომპანიის შიგნით როგორც კადრის დაქირავება ისე, სამუშაო ხელშეკრულების შეწყვეტა გარკვეულ ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული. აუთსორსი ამ ნაწილშიც საუკეთესო გადაწყვეტილებაა, თქვენ არ გაკისრიათ ზედმეტი ვალდებულებები და ნებისმიერ დროს საშუალება გაქვთ თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე შეწყვიტოთ თანამშრომლობა ან შეცვალოთ მომსახურების პირობები.
- ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული რეპორტების მომზადება;
ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად იცვლება ფინანსური რეპორტების შინაარსი და ფორმა. მაგალითისთვის, თუ თქვენ გსურთ შეაფასოთ და გამოიკვლიოთ ბიზნესის ფაქტობრივი შედეგები, მაშინ დაგჭირდეათ წარსული მონაცმების ანალიზი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა. ხოლო, თუ თქვენ გსურთ მოიზიდოთ ინვესტორი ან მიიღოთ სესხი, მაშინ თქვენ ფაქტობრივ ფინანსურ მონაცემებთან ერთად დაგჭირდებათ ფინანსური პროგნოზებისა და ბიუჯეტების მომზადება. ფინანსური რეპორტინგის აუთსორსი საშუალებას მოგცემთ ითანამშრომლოთ პროფესიონალებთან და დროულად მიიღოთ თქვენს საჭიროებაზე მორგებული რეპორტები.
- შესაძლებლობა ფოკუსირდეთ ბიზნესის ძირითად საქმიანობაზე;
ალბათ გსმენიათ, რომ ერთდროულად ბევრი საქმის კეთება მნიშვნელოვნად ამცირებს ეფექტურობას. აუთსორსი საშუალებას გაძლევთ შიდა რესურსების მობილიზება მოახდინოთ ისე, რომ ის ემსახურებოდეს ბიზნესის ძირითად საქმიანობასა და მის განვითარებას.