ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია

პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება ბიზნესის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ ბიზნესის აქტივების დაცულობა,  შეამოწმოთ რამდენად ეფექტურად ხდება შენახვის წესებისა და პირობების დაცვა და თავიდან აირიდოთ არასასიამოვნო სიურპიზები. ის ასევე, საშუალებას გაძლევთ დროულად შეაფასოთ რესურსების ფაქტობრივი მდგომარეობა და სწორად დაგეგმოთ მომავალი კაპიტალური დანახარჯები.

ინვენტარიზაციის ჩატარებისას კომპანიები ხშირად  აწყდებიან სირთულეებს, რადგან ის საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მოითხოვს თანამშრომლების აქტიურ ჩართულობას. ჩვენ გაგიმარტივებთ ინვენტარიზაციის პროცესს და დაგეხმარებით მის ჩატარებაში ისე, რომ მან ხელი არ შეუშალოს თქვენს ძირითად ბიზნეს ოპერაციებს.

ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი აღრიცხვა და უნიკალური კოდის მინიჭება;

გულისხმობს ბიზნესის მფლობელობაში არსებული ყველა ძირითადი საშუალების ფიზიკურ დათვალიერებას, აღწერასა და საჭიროების შემთხვევაში უნიკალური კოდით დასტიკერებას.

ფაქტობრივი მონაცემების საბუღალტრო რეესტრთან დადარება;

საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების დეტალური დადარება ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთებთან და სხვაობების გამოვლენა;

გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების გამოვლენა;

გამოუყენებელი აქტივების გამოვლება შემდგომი რეალიზაციის მიზნით დაგეხმარებათ გაზარდოთ ბიზნესის ეფექტიანობა.

დანაკლისისა და უსარგებლო აქტივის გამოვლენა მათი შემოდგომი ჩამოწერის მიზნით;

დანაკლისისა და უსარგებლო აქტივის გამოვლენა დაგეხმარებათ დროულად განსაზღვროთ და გამოასწოროთ კონტროლის მექანიზმში არსებული ხარვეზები.

ინვენტარიზაციის დასკვნითი აქტის შედეგენა.