ფინანსური დიაგნოსტიკა

ფინანსური დიაგნოსტიკა გულისხმობს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლის საფუძველზე ბიზნესის ეფექტიანობის შეფასებას, კრიტიკული საკითხების გამოკვეთასა და რეკომენდაციების გაცემას.  ეს საშუალებას მოგცემთ შექმნათ ეფექტური ფინანსური მენეჯმენტის სისტემა და მიიღოთ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა – ხარჯების ოპტიმიზაცია, გაფართოება, დაფინანსების მოძიება და სხვა.

 

მომგებიანობის ანალიზი

საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ ბიზნესის მომგებიანობა – რამდენად თანხვედრაშია ბიზნესის შემოსავლები და ხარჯები ერთმანეთთან; რამდენად ემსახურება შემოსავლები საოპერაციო ხარჯებსა და სესხებს; რამხელაა საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯების წილი და სხვა.

 

პროდუქტების/სექტორების მომგებიანობის ანალიზი

გულისხმობს სხვადასხვა პროდუქტებისა თუ მიმართულებების მომგებიანობის ანალიზს. აღნიშნული ანალიზი დაგეხმარებათ, მიიღოთ გადაწყვეტილებები სწორი პროდუქტების განვითარებასა და ზოგიერი პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღებასთან დაკავშირებით.

 

ხარჯების სტრუქტურის ანალიზი

კომპანიის დანახარჯების დეტალური ანალიზი. კერძოდ, გამოიკვეთება ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები, ჩატარდება ხარჯების ეფექტურობის ანალიზი, სხვადასხვა დანახარჯების (მაგ. მარკეტინგისა და გაყიდვების ხარჯების) შემოსავლებთან თანხვედრის ანალიზი. ასევე, გაიცემა რეკომენდაციები ხარჯების მიზნობირიობასთან და კონტროლებთან დაკვშირებით. მაგალითად, კომპანიის ანაზღაურების პოლიტიკის ეფექტურობასა და ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით.

 

დაფინანსების სტრუქტურის ანალიზი

საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ, თუ რამდენად ეფექტურად არის ბიზნესი დაფინანსებული, როგორია სესხისა და საკუთარი კაპიტალის თანაფარდობა, ხომ არ ჯობია დამატებითი სესხის აღება ბიზნესის უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის, ან იქნებ გარე ინვესტორის მოძიებაა საჭირო?

 

ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი

ანალიზი 2 ეტაპს გულისხმობს – კომპანიის წინა პერიოდებთან და ინდუსტრიის მარჟებთან შედარებას. აღნიშნული ანალიზი საშუალებას მოგცემთ დაინახოთ ბიზნესის დინამიკა დროთა განმავლობაში, განსაზღვროთ კომპანიაში ინვესტირებული 1 ლარი რა ოდენობის შემოსავალს თუ მოგებას აგენერირებს, რამდენად ლიკვიდურია კომპანია, რამდენად ეფექტურად ხდება საბრუნავი კაპიტალის მართვა და სხვა.

 

ფულის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასება

ფულის ეფექტური მენეჯმენტი არის უმთავრესი პირობა, რომ კომპანიამ თავიდან აირიდოს გაკოტრების რისკი. ანალიზი დაგეხმარებათ განსაზღვროთ ბიზნესისთვის დამახასიათებელი ლიკვიდურობის რისკები, პასუხი გაეცეს შეკითხვას თუ რამდენად ეფექტურად ხდება სავაჭრო მოთხოვნების მართვა, კრედიტორების გასტუმრება, სესხების დაფარვა და რისი გაკეთება დაგეხმარებათ ფულის მენეჯმენტის მოქნილად მართვაში.

 

ბიუჯეტისა და ფაქტობრივი მონაცემების ანალიზი

საშუალებას მოგვცემს პასუხი გასცეთ კითხვებს, თუ რამ განაპირობა ბიუჯეტიდან გადახრა, რატომ შეიცვალა ესა თუ ის ხარჯი, განსაზღვროთ რა უნდა გაითვალისწინოთ სამომავლოდ ბიზნესის მართვისა თუ ბიუჯეტის შედგენის პროცესში.