ფინანსური რეპორტინგის მომსახურება

ფინანსური რეპორტინგის მომსახურება

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ თანამედროვე სამყაროში ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია. დღეს ბიზნესისთვის მისაღები გადაწყვეტილებების რაოდენობა და მრავალფეროვნება სულ უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. ყოველდღიურად ბიზნესის მენეჯერებს უწევთ ადაპტირდნენ ბაზრის ახალ მოთხოვნებთან და რეგულაციებთან.

ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საკითხის გარშემო სათანადო ინფორმაციის ქონა და ანალიზი. მისი საშუალებით შესაძლებელია კომპანიამ წინასწარ განჭვრიტოს და თავიდან აირიდოს მოსალოდნელი კრიზისი, განსაზღვროს რისკები და დაგეგმოს განვითარებისა თუ ადაპტაციის სტრატეგია.

სწორედ ამ პროცესში ეხმარება კრესკოს გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესებს მათი განვითარების გზაზე. ჩვენ გთავაზობთ:

  • ფინანსურ დიაგნოსტიკას;
  • რეპორტინგის სისტემის დანერგვას;
  • ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური რეპორტების მომზადებასა დაანალიტიკას.

ფინანსური დიაგნოსტიკა

ჩვენი მიდგომა გულისხმობს, თავდაპირველი ბუღალტრული ინფორმაციის  საფუძველზე სააღრიცხვო სისტემისა და ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის დიაგნოსტიკას, კრიტიკული საკითხების, მთავარი დრაივერებისა და კომპანიის აღრიცხვიანობაში არსებული ხარვეზების გამოკვეთას.

რეპორტინგის სისტემის დანერგვა

გამოკვეთილი საჭიროებების საფუძველზე ვნერგავთ სათანადო აღრიცხვიანობის სისტემას და ვამზადებთ ფინანსურ ანგარიშგებებს.

სტანდარტული ფინანსური ანგარიშგებების პაკეტი მოიცავს:

  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება (საბალანსო უწყისი);
  • მოგება-ზარალის ანგარიშგება;
  • ფულადი ნაკადების ანგარიშგება;
  • კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება.

ფინანსური რეპორტების ანალიტიკა

ასევე, ვამზადებთ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ რეპორტებსა და ანალიზს:

  • მომგებიანობის ანალიზი;
  • ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
  • მარაგების მართვის ეფექტურობის შეფასება და ანალიზი;
  • დებიტორული მოთხოვნების მართვა;
  • კრედიტორული ვალდებულებების მართვა;
  • მიღებული და გადახდილი ავანსების მართვა;
  • უცხოური ვალუტის ღია პოზიციის ანალიზი;
  • ქეშის მენეჯმენტი, ლიკვიდურობის შეფასება;
  • KPI.

ფინანსური რეპორტების მომზადების პერიოდულობა და ანალიზი დამოკიდებულია ბიზნესის სპეციფიკაზე, მის საოპერაციო ციკლსა და საჭიროებებზე. ჩვენ საშუალებას მოგცემთ ხელმისაწვდომ ფასში მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება, რეალურ დროში შეაფასოთ თქვენი ბიზნესის ფინანსური  მდგომარეობა და მიიღოთ სათანადო გადაწყვეტილებები.

We Support Your Growth!