გადარჩენისთვის მომზადება ანუ, სცენარების აგება

გადარჩენისთვის მომზადება ანუ, სცენარების აგება

COVID-19-ის პანდემია გამოწვევად იქცა მთელი მსოფლიოსთვის. მან ჩვენი ყოველდღიურობა  შეცვალა, ადამიანებს მოგვიტანა ქაოსი, ბიზნესები კი – დიდი სირთულეების წინაშე დააყენა.

უკვე აშკარაა რომ, „ახალ ნორმაში“ ცხოვრება მოგვიწევს. ამ ვითარებამ დაგვანახა, რომ მომავალში მსგავსი თუ უფრო მასშტაბური ცვლილებებიც კი არაა გამორიცხული. კი მაგრამ როგორ ვადაპტირდეთ, გადავარჩინოთ ბიზნესი და შევძლოთ განვითარება?

ასეთ დროს სცენარების დაგეგმვა და მათი ანალიზი მოსახერხებელი საშუალებაა.

ჩვენ გთავაზობთ გარკვეულ მიდგომას თუ, როგორ დავსახოთ და გავაანალიზოთ სცენარები მიმდინარე მაკროეკონომიკური, ეპიდემიოლოგიური და სოციალური დაშვებების გათვალისწინებით.

სანამ უშუალოდ სცენარების განხილვაზე გადავალთ, რამდენიმე შეკითხვას გავცეთ პასუხი:

რა არის სცენარის ანალიზი?

  • გამოკვლევა და შეფასება იმ მოვლენების, რომლებიც შესაძლოა მომავალში მოხდეს სხვადასხვა შესაძლო შედეგების გათვალისწინებით.
  • გაურკვევლობის პერიოდში უკეთ მომზადების საშუალება. ეს ასპექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაღალი გაურკვევლობის დროს, რომლის ნათელი მაგალითი COVID-19-ით გამოწვეული პანდემიაა.

რა სარგებელი აქვთ სცენარების ანალიზს?

  • კომპანიები სცენარების საშუალებით ფინანსური პროგნოზირებას აკეთებენ, რომელთა გამოყენება რამდენიმე წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
  • ფინანსურ პროგნოზებზე დაყრდნობით შესაძლებელია სტრატეგიული დაგეგმვა, რომელიც მოიცავს დიფერენცირებულ მიდგომას თითოეული სცენარისთვის.
  • მენეჯმენტს საშუალება ეძლევა ეფექტურად მართოს ფულადი ნაკადები.
  • მარაგების მართვის გაუმჯობესებაცვლილებებზე სწრაფად რეაგირება.
  • გაუმჯობესებული კომუნიკაცია ბიზნესის ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

სცენარების ანალიზისას გირჩევთ იხელმძღვანელოთ შემდეგი მიდგომით:

  • საბაზისო სცენარი – აღწერეთ ნორმალურ შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები და  მენეჯმენტის მიზნები.
  • ყველაზე ცუდი სცენარი – გააანალიზეთ, რა შეიძლება იყოს ყველაზე მძიმე შედეგი.
  • საუკეთესო სცენარი –  გააანალიზეთ, რა შეიძლება იყოს იდეალური შედეგი.

სცენარების შექმნის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

1. აღმოაჩინეთ თქვენი დრაივერები

პირველი ნაბიჯი გულისხმობს იმ რისკ-ფაქტორების დადგენას, რომლებიც მოქმედებენ თქვენს ბიზნესზე. უმჯობესია დრაივერების ჩამონათვალი იყოს ამომწურავი და მარტივი. სარესტორნო ბიზნესის მაგალითზე, ეკონომიკური მდგომარეობა – მშპ, ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები და ა.შ.

2. გაანალიზეთ რა დადებითი თუ უარყოფითი მოვლენა შეიძლება მოხდეს

შეაფასეთ თითოეული დრაივერის პოტენციური შედეგები თქვენი ბიზნესისთვის.

3. შექმენით თქვენი სცენარები

შექმენით საჭირო რაოდენობის სცენარები, რომლის დროსაც სასურველია დაფიქრდეთ შემდეგ საკითხებზე:

  • რა არის ყველაზე ცუდი შემთხვევა?
  • რა არის ყველაზე კარგი შემთხვევა?
  • რა არის დროის ჰორიზონტი?
  • გაანალიზეთ როგორ მოქმედებს თითოეული ცვლადი თქვენს ბიზნესზე განიხილეთ თუ რა გავლენას მოახდენს თითოეული სცენარი კომპანიის ფინანსურ შედეგებზე. გახსოვდეთ, რომ უამრავი გარემო ფაქტორი ახდენს გავლენას თქვენს ბიზნესზე, მაგრამ მათი გავლენა განსხვავებულია.

4. ფინანსები, ფინანსები, ფინანსები

გააკეთეთ თითოეული სცენარის შემთხვევაში შედეგის ვიზუალიზაცია ფინანსური მოდელის გამოყენებით.     

ამრიგად, სცენარების დაგეგმვა და ანალიზი სასარგებლო ინსტრუმენტია მენეჯმენტისთვის რთულ და მოულოდნელ სიტუაციებში. ის ეხმარება ორგანიზაციებს სწრაფად მოახდინონ რეორგანიზაცია ან მომზადებული შეხვდნენ კრიზისულ პერიოდს. სწორი კითხვების დასმა, რისკების გაანალიზება, თითოეული შესაძლო სცენარის რაოდენობრივი შედეგების ზუსტად გააზრება და ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვა კომპანიის წარმატებისა და გადარჩენის საუკეთესო საშუალებაა.