ჩვენი გუნდი

Cresco Consulting
Ekaterine Papiashvili CRESCO

ეკატერინე პაპიაშვილი, MSc, ACCA

მმართველი პარტნიორი

განათლება

 

ეკატერინეს დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი. ამის შემდეგ, განათლება განაგრძო მანჩესტერის ბიზნესის სკოლაში და მოიპოვა მაგისტრის ხარისხი „ბიზნესის ანალიტიკა: ოპერაციული კვლევა და რისკების ანალიზის“ მიმართულებით. ეკატერინე არის ACCA-ის წევრი და ამჟამად აბარებს CFA-ის მე-3 დონის გამოცდას.

 

სამუშაო გამოცდილება

 

ეკატერინეს აქვს 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების სხვადასხვა დარგში – ბუღალტერიაში, აუდიტში, რეპორტინგში, საბანკო სექტორში, კორპორაციულ რისკებში, საკონსულტაციო სექტორში და ასევე ლექტორობის/ტრენინგების მიმართულებით. სამუშაო ადგილები მოიცავს აუდიტს Delloitte&Touch-ში; უფროს ანალიტიკოსს BGEO Group-ის რეპორტინგის, ბიუჯეტირებისა და ანალიტიკის დეპარტამენტში და კორპორაციული რისკების მენეჯერს საქართველოს ბანკში. ამჟამად ეკატერინე აგრძელებს მუშაობას როგორც მოწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

salome gozalishvili cresco

სალომე გოზალიშვილი

პარტნიორი

განათლება

 

სალომემ უმაღლესი განათლება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნეს სკოლაში მიიღო მარკეტინგის განხრით. ამ ეტაპზე სალომე ESADE-ს უნივერსიტეტის აღმასრულებელ მაგისტრატურაზე სწავლობს გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალიზაციით.

 

სამუშაო გამოცდილება

 

მარკეტინგის სფეროში მუშაობა ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე დაიწყო კომპანია „ოკეი“-ში მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე. 2 წლის შემდეგ გადავიდა ელიტ ელექტრონიკსში და 6 წლის მანძილზე აქტიურად იზრდებოდა და გახდა გენერალური დირექტორის მოადგილე მარკეტინგის, პიარისა და გაყიდვების მიმართულებით. სალომე ამჟამად გახლავთ საქართველოს ვოლვოს წარმომადგენლობის მარკეტინგის დირექტორი და თეგეტა მოტორსის კონსულტანტი მარკეტინგის მიმართულებით. კრესკო კონსალტინგში სალომეს კომპანიის მართვასა და განვითარებაში შეაქვს წვლილი.

nino kinkladze cresco

ნინი ქინქლაძე, MBA

მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი

განათლება

 

ნინიმ დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ხოლო ბაკალავრიატის საფეხური ივავნე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიარა.

 

სამუშაო გამოცდილება

 

ნინის სამუშაო გამოცდილება მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით 15 წელიწადს ითვლის. მას უმუშავია სხვადასხვა საერთაშორისო (Volksvagen, Audi, Skoda, Zanussi, AEG, Electrolux, Linens, Avon, Uriage, Conter, Natox and etc.) და ქართული (ვულე-ვუ, რუსთავი 2, ელიტ ელექტრონიქსი, ჯი-პი-სი და სხვა) ბრენდის სტრატეგიის შემუშავებაზე, ბიზნესის განვითარებასა და გაყიდვების დაგეგმვა-შესრულებაზე.