ტრენინგი ბიზნესგეგმის მომზადებაზე

მომსახურება
ტრენინგები
 

მომსახურება

  • ონლაინ კურსის მომზადება და წარდგენა

პროექტის შესახებ

კრესკომ ითანამშრომლა საქართველოს ბანკთან ერთად, რათა საზოგადოებას კიდევ ერთი საინტერესო უფასო ონლაინ კურსი შესთავაზოს. კურსი, სახელად „როგორ დავწეროთ ბიზნესგეგმა“, მიზნად ისახავს ბიზნესგეგმის დამოუკიდებლად შედგენაში დახმარებას და ცოდნის გაზიარებას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა:

  • ბიზნესგეგმის ელემენტები;
  • ფინანსური პროგნოზები;
  • დაფინანსების სტრუქტურა;
  • საპროგნოზო შემოსავალი, ხარჯები და ფინანსური ანგარიშგებები;
  • ფინანსური შედეგების ანალიზი.

კურსის დახმარებით გაიგებთ, თუ რა მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება როგორც ბიზნესგეგმის დაწერისას, ისე ბიზნესსაქმიანობის დაწყებისას.

კრესკომ მონაწილეობა მიიღო და შეადგინა როგორც ბიზნესგეგმის კურსის სტრუქტურა და შაბლონი, ასევე ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებელი ხელსაწყო და ტესტი.

კომპანიის შესახებ

საქართველოს ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, რომელიც 1994 წლიდან ავითარებს საცალო და პერსონალური ბანკინგის მიმართულების პროდუქტებსა და სერვისებს. დღეისათვის საქართველოს ბანკით 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ამავდროულად, კომპანია აქტიურად ჩართულია ადგილობრივ ბაზარზე არსებული საშუალო და მცირე ბიზნესების გაძლიერებაში სხვადასხვა პროექტებისა და დაფინანსების გზების შემოთავაზების მეშვეობით.