კრესკოს გუნდი კიდევ ერთ წარმატებულ პროექტზე მუშაობს. ჩვენ ვეხმარებით გაკვეთილოს ყოველთვიურად:
მომსახურების პაკეტი გათვლილია დამწყებ და მცირე ბიზნესებზე. აღნიშნული მომსახურება გაძლევთ საშუალებას გყავდეთ პროფესიონალთა გუნდი ნებისმიერ ფინანსურ კითხვაზე პასუხის გასაცემად და თანაც არის ძალიან ხელმისაწვდომი.
გაკვეთილო არის განათლების ონლაინ სივრცე, სადაც პროფესიონალი და გამოცდილი მენტორები მოსწავლეებს აწვდიან მრავალფეროვან პრაქტიკულ ცოდნას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა საჯარო გამოსვლის ხელოვნება, კრეატიული თემის წერის ტექნიკები, ფულთან ურთიერთობა, და სხვა მრავალი საინტერესო მიმართულება, რომელიც მოსწავლეს ეხმარება პიროვნულ და გონებრივ განვითარებაში. გაკვეთილები ტარდება ონლაინ live შეხვედრების სახით, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.