Bank of Georgia, UNDP

მომსახურება
ტრენინგები
 

მომსახურება

  • ვიდეო კურსის ჩაწერა მეწარმეობის საწყისებზე;
  • ტრენინგების ჩატარება 200 ქალ მეწარმეს განვითარების პროგრამისთვის თემაზე “მეწარმეობის საწყისები” და “ბიზნეს დაგეგმვა”.

პროექტის შესახებ

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკისა  და შვედეთის მთავრობის მიერ 200 ქალი მეწარმეს მხარდაჭერის მიზნით ორგანიზებულ პროექტში კრესკოც იღებს მონაწილეობას. პროექტი მიზნად ისახავს როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმე 200-მდე ქალს დაეხმაროს თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით შეიძინოს ბიზნესის საწარმოებლად საჭირო უნარ-ჩვევები. 

პროგრამის ფარგლებში მოხდა ონლაინ ტრენინგების ჩაწერა, რომელთა ონლაინ გავლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამ ბმულზე

ონლაინ კურსების გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს უტარდებათ 5 დღიანი ინტენსიური ტრენინგები ისეთ საკითხებში როგორიც არის მეწარმეობის საწყისები, მეწარმის ციფრული უნარები, დაფინანსებაზე წვდომა, მარკეტინგი, ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნის გზები და პიროვნული უნარების განვითარების საშუალებები.

კრესკოს მონაწილეობა ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში ორ პუნქტს მოიცავს:

  • პირველ ეტაპზე, ონლაინ მასტერკლასის მომზადება მეწარმეობის საწყისების შესახებ; 
  • პროექტის მეორე ეტაპზე ეკატერინემ ჩაატარა ტრენინგები “მეწარმეობის საწყისებსა” და “ბიზნესის დაგეგმვაზე”. ტრენინგები მიზნად ისახავს მეწარმეებისთვის სამეწარმეო საფუძვლების შესწავლასა და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ხელსაწყოებისა და საშუალებების გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 

პროგრამის დასრულების შემდგომ, ქალ მეწარმეებს რჩებათ არა მხოლოდ ის მრავალმხრივი ცოდნა რასაც ტრენინგების პერიოდში იღებენ, არამედ საპარტნიორო ქსელი და პრაქტიკული უნარები.

კომპანიების შესახებ

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) განვითარების საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა. UNDP არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთერთი უმსხვილესი სააგენტო, რომლის წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს გაიხსნა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის ეტაპებზე მრავალი წარმატებული ინიციატივისა და რეფორმის ხელშეწყობით. UNDP-ის საქმიანობა მოიცავს საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვან სფეროებს, მათ შორის, მდგრადი ეკონომიკური ზრდის საკითხსა და გენდერული თანასწორობის მიღწევას საქმიანობის ყველა სფეროში.

საქართველოს ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, რომელიც 1994 წლიდან ავითარებს საცალო და პერსონალური ბანკინგის მიმართულების პროდუქტებსა და სერვისებს. დღეისათვის საქართველოს ბანკით 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ამავდროულად, კომპანია აქტიურად ჩართულია ადგილობრივ ბაზარზე არსებული საშუალო და მცირე ბიზნესების გაძლიერებაში სხვადასხვა პროექტებისა და დაფინანსების გზების შემოთავაზების მეშვეობით.

 

პროექტთან დაკავშირებული ბმულები: