კრესკომ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის, USAID-ისა და EU4Business-ის ერთობლივ პროექტში. პროექტი მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას. პროექტში მონაწილეობა მიიღო 20-მდე ორგანიზაციამ, რომელთაგან 13 სტარტაპსა და მცირე მეწარმეებს კრესკომ:
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილე სტარტაპერებსა და მეწარმეებს მიეცათ საშუალება მოიპოვონ დაფინანსების დამატებითი წყაროები პროექტის დასრულებიდან 3-9 თვემდე.
საქართველოს ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, რომელიც 1994 წლიდან ავითარებს საცალო და პერსონალური ბანკინგის მიმართულების პროდუქტებსა და სერვისებს. დღეისათვის საქართველოს ბანკით 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ამავდროულად, კომპანია აქტიურად ჩართულია ადგილობრივ ბაზარზე არსებული საშუალო და მცირე ბიზნესების გაძლიერებაში სხვადასხვა პროექტებისა და დაფინანსების გზების შემოთავაზების მეშვეობით.
1992 წლიდან, აშშ-ს მთავრობის დაფინანსების მეშვეობით, USAID აქტიურადაა ჩართული ისეთ პროგრამებში, რომლებიც ხელს უწყობს არა მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და განათლების სისტემის გაუმჯობესებას, არამედ ეკონომიკის ზრდას და როგორც სტარტაპების, ისე საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას.
EU4Business „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ არის ევროკავშირის ინიციატივა, რითაც მხარს უჭერს როგორც მცირე, ასევე საშუალო ეწარმეებს საქართველოს მასშტაბით, რაცა დაეხმაროს ახალ ბაზრებზე შესვლასა და დახმარების მოპოვებაში როგორც კრედიტის, ასევე გრანტის მეშვეობით. EU4Business წარმოადგენს მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა საინფორმაციო მხარდაჭერის ცენტრს და ხელს უწყობს მათი სრული პოტენციალის რეალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას.