საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო

მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კონკურსი – საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს მოსაპოვებლად, 2020 წელს მეორედ ჩატარდება.

კონკურსი ფართოვდება და ახლა უფრო მეტ კომპანიას მოიცავს. 2020 წელს ის ღია იქნება საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის (PIEs), რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, სავაჭროდ დაშვებული ფირმები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.

2020 წლის კონკურსში წარმოდგენილი იქნება ახალი ჯილდო – კომპანიების წლიურ ანგარიშებში შემავალი საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიშგებისთვის.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის მიღება იწყება პირველ ოქტომბერს. დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში გაიმართება.

ჩვენი პარტნიორი –  ეკატერინე პაპიაშვილი წელსაც ჟიურის სხვა წევრებთან ერთად გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიებს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს შესახებ ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს: https://sites.google.com/view/award20ge/home