ჩვენ შესახებ

Cresco Consulting

     საქართველო არის ზრდადი და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ახალგაზრდა კაპიტალის ბაზრით. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწრაფად ვითარდება, წარმოადგენს პოტენციურ ინტერესს  უცხოელი ინვესტორებისთვის და ამავდროულად, პერსპექტიული ბაზარია ადგილობრივი მეწარმეებისთვის. ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ აიღონ საკუთარ თავზე რისკები, სწრაფად შექმნან და განავითარონ ახალი საწარმოები, იდეები, პროდუქტები და სერვისები.

 

     ქვეყანაში, ფაქტობრივად, ახლა იქმნება კაპიტალის ბაზარი და ჩვენც სწორედ ამ პროცესში გვინდა მონაწილეობის მიღება. „კრესკოს“ გუნდის წევრების მიზანია, დავეხმაროთ როგორც ადგილობრივ მეწარმეებს, ისე უცხოელ ინვესტორებს ბიზნესის დაწყებაში, განვითარებაში, ინვესტიციების განხორციელებაში და მათი სირთულეების ეფექტურად გადალახვაში. გვჯერა,  რომ ერთმანეთის გვერდში დგომით შესაძლებელი არის დიადი მიზნების მიღწევა.

 

     თანამედროვე სამყაროში მაღალი კონკურენციისა და ცხოვრების სწრაფი ტემპის პირობებში ვთვლით, რომ კომპანიებისთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდება მათი არაძირითადი, დამხმარე, პროცესების გატანა კომპანიიდან და კონცენტრირება ბიზნესის ძირითად მიმართულებაზე – ეს დაეხმარებათ მათ დრო და ყურადღება სრულად მოახმარონ ბიზნესის ზრდას და კონკურენტული პოზიციების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, გარე დახმარების მოძიება გაძლევთ წვდომას ისეთი ხარისხის კადრებთან და რესურსებთან, რომელთა კომპანიაში შემოყვანა შეიძლება არამიზანშეწონილი და ხარჯიანი იყოს.

 

     ამ ეტაპზე „კრესკოს“ საქმიანობა ფინანსური სერვისების მიწოდების გარშემო კონცენტრირდება. ძირითადი მიმართულებებია:

ფინანსური ანგარიშგება

ფინანსური მოდელირება, ბიუჯეტირება

დაფინანსების მოძიებაში მხარდაჭერა

ფინანსების მართვა

ტრენინგები