ვაკანსია

3-თვიანი სტაჟირება სამომავლო დასაქმების პერსპექტივით

სტაჟირება შედგება პრაქტიკული და საგანმანათლებლობა ნაწილებისგან, რაც გულისხმობს, რომ კანდიდატი შეძლებს როგორც სამუშაო პროცესში უშუალოდ ჩართვასა და მონაწილეობის მიღებას, ასევე, მისთვის რელევანტური უნარებისა თუ ცოდნის გაღრმავებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბუღალტრო გატარებების წარმოება;
  • ფინანსური რეპორტების მომზადება;
  • დეკლარაციების წარდგენა შემოსავლების სამსახურის პორტალზე;
  • მონაწილეობის მიღება ბაზრის კვლევებში;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საგანმანათლებლო ნაწილი მოიცავს:

  • ტრენინგების კურსს IFRS for SME-ში;
  • Microsoft Word, Excel შესაბამისი დონის პრაქტიკული კურსის გავლას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარების სურვილი;
  • დისტანციურად მუშაობის უნარი.

კონკურსის ფორმა:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • კონკურსი შესაძლოა მოიცავდეს წერითი დავალების ან/და პრეზენტაციის წარდგენას.

ადგილმდებარეობა:

  • სტაჟირების პერიოდი გულისხმობს დისტანციურ მუშაობას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 20 იანვრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  info@cresco.ge.

სათაურში მიუთითეთ: „სტაჟირება“.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.