Cresco Vlog არის ჩვენი გუნდის შემეცნებითი და სახალისო პროექტი, რომლის საშუალებითაც გვსურს ყველასათვის მარტივ და გასაგებ ენაზე გავაზიაროთ ფინანსური ცოდნა და ბიზნეს შესაძლებლობები.
ჩვენი მიზანია, გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს კომერციულ გადაწყვეტილებებს და დაგეხმარებათ, როგორც პირადი ფინანსების უკეთ მართვაში, ისე თქვენს სამეწარმეო საქმიანობაში.
თუ გსურთ იცოდეთ, როგორ დაიწყოთ ბიზნესი, როგორ დაწეროთ ბიზნესგეგმა, როგორ მართოთ საკუთარი ბიუჯეტი და გაიგოთ მეტი საჭირო და პრაქტიკული საკითხები ფინანსების შესახებ, მაშინ გამოგვყევით Cresco Vlog-ზე!